პრეზიდენტმა ვალდის და ლილიტა ზატლერსებს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა

0
saakashviliiiii (1)პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლატვიის ყოფილ პრეზიდენტ ვალდის ზატლერსსა და ლილიტა ზატლერსს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.
ამასთან, სააკაშვილმა ვალდის ზატლერსი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, „ვალდის ზატლერსს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის როგორც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საგარეო პოლიტიკაში შეტანილი წვლილით, ისე საქართველოს მეგობართა ჯგუფის გაძლიერების თვალსაზრისით”.
„2008 წელს ზატლერსის პირადი ინიციატივა იყო იმ ჯგუფის ახალი ფორმატით ჩამოყალიბება, რომლის დახმარებით ქვეყანა ურთულეს გამოწვევებს გაუმკლავდა. საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე იგი კვლავაც საქართველოს ერთგულ მეგობრად რჩება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თავის მხრივ, ვალდის ზატლერსმა ქვეყნის პირველ პირს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „სიცოცხლის ბოლომდე ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ერთგული დარჩება”.

 

სხვა ახალი ამბები: