პრეზიდენტმა მამა ილია “სამოქალაქო თავდადებისთვის” (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა

0

10419591_375098462650663_5297773579078127109_nსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზია „სამოქალაქო თავდადებისთვის“ ( სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

სხვა ახალი ამბები: