პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუგდიდში რესტორანი ”დიარონი” საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა

0

Diaroniპრეზიდენტმა მიხეილ საააკშვილმა ზუგდიდში რესტორანი “დიარონი” წუხელ გვიან ღამით საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. პრეზიდენტის და მასთან ერთად მყოფი პირების რესტორანში სავახშმოდ ყოფნას “დაიცავი საქართველოს” წევრები კახა მიქაიას ორგანიზებით აპროტესტებდნენ.

პრეზიდენტთან ერთად რესტორან “დიარონში” საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეც იმყოფებოდა. მისი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია განზრახ ვრცელდება და მათ ამის თაობაზე ინფორმაცია გააჩნიათ.

აქციის მონაწილეებმა და სამართალდამცავებმა რესტორან ”დიარონის” მიმდებარე ტერიტორია გვიან ღამით დატოვეს.

სხვა ახალი ამბები: