პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

0
41aeac009cf8cffa6482769c58955e5cსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ  პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო დოკუმენტი სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.

“პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ხვალიდან ძალაში იქნება და პრეზიდენტს აღარ ექნება არასწორი მექანიზმის გამოყენების ცდუნება. ხელისუფლება უფრო მშვიდ ვითარებაში შეძლებს მუშაობას და,  რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში არჩევნების გარეშე ვერავინ ვეღარასდროს შეძლებს შეცვალოს მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: