პრეზიდენტმა “ფარული მიყურადების შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო

0

46522014090413215311“ფარული მიყურადების შესახებ” კანონპროექტის განხილვის გადატანას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი ვეტოს არ ეთანხმება. დეპუტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება და პრეზიდენტს მხარი უნდა დაეჭირა რეგულაციების მიღების გადავადებისთვის. პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის ვეტოს დადების მოთხოვნით კამპანიის “ეს შენ გეხება” წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს.

მათი განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცების გადადებით ადამიანის უფლებები ირღვევა, რადგან მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა დაცული არ იქნება.

სხვა ახალი ამბები: