პრეზიდენტობიდან მერობამდე?- გახდება თუ არა სააკაშვილი ბათუმის მერი?

0

mishaგახდება თუ არა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მერი? ეს კითცხვა მას შემდეგ გაჩნდა საზოგადოების ნაწილში, როდესაც პოლიტიკური პარტიის ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა გაზეთ ალიას ინტერვიუ მისცა.

კახა კუკავას განცხადებით მიხეილ სააკაშვილს არ აწყობს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით ყოფნა და ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერის გათვლებით ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრის. კახა კუკავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ბათუმის მერობაზე ექნება პრეტენზია.

“სააკაშვილი, ამერიკელების დაწერილი სცენარის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მის დაჭერას გვიმტკიცებს, მაგრამ ეს გაუჭირდება. სააკაშვილს არ აინტერესებს ექსპრეზიდენტის როლში ყოფნა, მას რეალური ძალაუფლება სჭირდება. როგორც კულუარებიდან გავიგე, შესაძლებელია, მან ადგილობრივ არჩევნებში მერობის პოსტზე კენჭი იყაროს, ეს სავარაუდოდ ბათუმი იქნება”აცხადებს კახა კუკავა.

 

სხვა ახალი ამბები: