პრეზიდენტობის მსურველმა ნესტან კირთაძემ სამეგრელოში წინასაარჩევნო შტაბი გახსნა

0

previewდღეს სამეგრელოში წინასაარჩევნო შტაბი გახსნა პრეზიდენტობის მსურველმა ქალბატონმა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა სახემ ნესტან კირთაძემ საკუთარი კანდიდატურა ხალხის რჩეულად დაასახელა და  მზადყოფნა გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ნესტან კირთაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წინასაარჩევნო შტაბი ზუგდიდის ცენტრალურ უბანში გახსნა. შტაბის ხელმძღვანელად კი “სამშობლოს მაძიებელი” ვახუშტი ფარცვანია დანიშნა.

ადგილობრივ მედიასთან საუბარში ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ ის არ იქნება პარტიული კანდიდატი, რადგანაც სწორედ ის არის ხალხის რჩეული და სახალხო კანდიდატი. პრეზიდენტობის მსურველმა ნესტან კირთაძემ ზუგდიდი უკვე დატოვა.

სხვა ახალი ამბები: