პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვენ

0

1148829_414569958653296_756154054_nქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“ დღეს პრეზიდენტის სასახლესთან აქციას აწყობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აქციის მიზანია, დაიგმოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასთან ხელმოწერილი კაპიტულანტური შეთანხმებები.

„ეროვნული ფრონტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატის მუხლით. „ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ 12 აგვისტო ეს არის საქართველოს დიდების დღე, როცა დავით მეოთხე აღმაშენებელმა დიდგორის ველზე დაამარცხა მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი. ეს დღე არის უდიდესი ეროვნული გამარჯვების და სიმამაცის სიმბოლო საქართველოს ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილმა კი ამ დღეს ხელი მოაწერა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო შეთანხმებას.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი ე.წ. მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით დასრულდა. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტი შეიცავს საქართველოს სახელმწიფოსთვის წამგებიან და მიუღებელ, ანტიკონსტიტუციურ პუნქტებს. 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების და 8 სექტემბრის 3 პუნქტიანი დამატების ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაული და ის უნდა გასამართლდეს სამშოლბოს ღალატის მუხლით“, – აცხადებენ „ეროვნულ ფრონტში“.

სხვა ახალი ამბები: