პრემიერა ზუგდიდის თეატრში და ცნობილი მუსიკალური წამყვანის სასცენო დებიუტი

0

teatriiiზეგ, 29 მარტს, 20: 00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში პრემიერაა. გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლის ,,ხორუმი ქართული ცეკვაა”. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ბადრი წერედიანი. სპეკტაკლში ჩართულია ზუგდიდის თეათრის მთელი დასი და ამასთანავე შედგება რადიო “ათინათის” მუსიკალური წამყვანის სოფიო ხუციშვილის სასცენო დებიუტი.

“მობრძანდით და დაივიწყეთ  ყოველგვარი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური  უარყოფიტი ემოციები და ვნებები. ცოცხალი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილიც  თქვენს გვერდით იქნება როგორც მაყურებელი. ეს იქნება ისტორიული დღე ზუგდიდში. ბილეთები უკვე თეატრის სალაროში იყიდება. ბილეთის ფასი 3 ლარია”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში თეატრის მმართველი მაია კალანდია.

სხვა ახალი ამბები: