პრემიერის განცხადებით პრეზიდენტი მის უფლებამოსილებებს აჭარბებდა

0
ivaniSviliბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მის უფლებამოსილებას აჭარბებდა და ყველა სფეროს თავად აკომპლექტებდა მისთვის მისაღები კადრებით.
„ვიდრე კანონშია გაწერილი. საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს. პრივილეგირებულნი იყვნენ ისინი, ვისაც სააკაშვილი აირჩევდა. შექმნა ფსევდოოპოზიციები. ამასაც ის წყვეტდა. სააკაშვილმა დაიწყო ბიზნესმენების დაკომპლექტებაც. შექმნა მონოპოლიები. ვინც მისთვის გამოუყენებელი იყო, უამრავი ბიზნესი დაამსხვრია, ბევრი ბიზნესმენი გაიქცა და ბევრც დაიჭირა. ამასაც საკაშვილი განსაზღვრავდა რამდენიმე კაცის დახმარებით. ესენი გახლდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა. სპექტაკლებსაც სააკაშვილი გეგმავდა და თავად განსაზღვრავდა ვინ იყო კარგი მომღერალი. საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს. ყველა სფეროს თავად აკომპლექტებდა”,– განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ყოველივე აღნიშნული  ეს საზოგადოების უმწიფარობის ბრალია და თავადაც ამ საზოგადოების წევრად მიიჩნევს თავს.
„როცა საზოგადოების უმწიფარობაზე ვსაუბრობ, ყველაზე უმწიფარად მე მივიჩნევ თავს”,– აღნიშნა მან.

 

სხვა ახალი ამბები: