პრემიერის ინფორმაციით ინვესტორები სამეგრელოში კონკრეტული პროექტების განხორციელებას იწყებენ

0

garibaaaaaaaaaa”საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის თითოეული თეთრი იქნება დაცული, ამის გარანტი არის საქართველოს მთავრობა და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესფორუმზე „ანაკლია 2014“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

საქართველოს პრემიერმა ანაკლიის ბიზნეს ფორუმის მნიშნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა სამეგრელოს გუბერნატორს ლევან შონიას, რომლის ინიციატივითაც სამეგრელოში ჩატარდა აღნიშნული ბიზნეს ფორუმი.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე ჩამოსულია ოთხი რეალური ინვესტორი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში კონკრეტული პროექტების განხორციელებას იწყებენ. 

„ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალ ბიზნესგარემოს – ჩვენი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს“, – აღნიშნა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, უელსის სამიტზე საქართველომ MAP-ი უნდა მიიღოს. 

„ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ წინასწარ არ ვქმნით მოლოდინებს. არ გვსურს, მოსახლეობას მივცეთ ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებთ. დაველოდოთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ რეალური კონტურები გამოიკვეთოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე შეეხო მის მიერვე ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და განაცხადა, რომ მასზე დიდ იმედს ამყარებს. 

„საქართველოში რეალური ეკონომიკა დღემდე არ არსებობდა, დანგრეული იყო სოფლის მეურნეობა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყნის ეკონომიკა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: