პრემიერი: “ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ჩვენი მთავრობისთვის”

0

10628529_723948134362932_3244300509232539569_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული და პერსპექტიული  პროექტი იქნება.

როგორც პრემიერმა აშშ-ში გამართული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, იგი ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა გიგანტური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში განხორციელებად ეკონომკურ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკულ კომპანიებთან. ასევე, ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ბიზნესმენებთან, რომლებიც ასევე დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. ჩემ გამოსვლაში მე შემთხვევით არ დავუთმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აბრეშუმის გზის გაფართოებასა და განვითარებას. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამან შეიძლება მოიტანოს შედეგი რამდენიმე  წელიწადში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ასე რომ, მიმაჩნია, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ჩვენი მთავრობისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: