პრემიერი: “არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ მჭირდება, მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება”

0

garibashvili_irakliiiiiსაქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელის მოსაწერად არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ სჭირდება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას განუცხადა.

“არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა.

 

სხვა ახალი ამბები: