პრემიერი: “არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტიროების ხარჯზე რაიმე კომპრომისს”

0

10830680_774973955927016_171685008903050305_oპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიუხედავად ქართული მხარის მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა, ძალიან არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან.

ასე გამოეხმაურა დღეს ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას და დაანონსებულ ხელშეკრულებას ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან.

მისი შეფასებით, ეს არ წაადგება ორმხრივ ურთიერთობებს.

,,ორი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეხდინა ურთიერთობების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაგვეყვანა ყველაფერი. ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ და ვიქნებით. ვართ და ვიქნებით პრინციპულები იმ საკითხში, რომელიც ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტოროების ხარჯზე რაიმე კომპრომისს“,_ განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ თვეების წინ შეიმუშავა სამომავლო გეგმა, რომელსაც საგარეო უწყება წარმატებით ახორციელებს. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არის ინფორმირებული ამის თაობაზე და ყველა დიდმა სახელმწიფომ დაგმო რუსეთის ეს ნაბიჯი.

ის რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივასაც გამოემხუარა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს.

,,ქართულ მხარეს აქვს მზაობა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ ამ შეხვედრას სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმვა და მომზადება. შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს, ამიტომ ნაადრევია იმაზე საუბარი, როდის შედგება შეხვედრა“,_ აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: