პრემიერი: “გასაკვირიც იყო, რომ “ნაციონალები” აქამდე არ დაიშალნენ”

0

garibaaaaaaaპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4 წევრის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. პრემიერის ინფორმაციით, პარტია სამ ჯგუფად დაიშლება, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. 

ღარიბაშვილის განმარტებით, მათი აქამდე ერთად ყოფნა მისთვის გასაკვირი იყო.

“გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. “ნაციონალური მოძრაობა” შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ პარტია ორი დღის წინ დატოვეს.

სხვა ახალი ამბები: