პრემიერი: “ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება”

0

10258307_796714813752930_3179769963031879498_oპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება“. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხვდეს გამოწვევებს.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ, ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს. თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს თანხების ათვისებას, ეს თანხები მიმართული უნდა იყოს სარეზერვო ფონდში და მას სხვა უწყებებისთვის მიზნობრივად გამოვიყენებთ“,– განაცხადა პრემიერმა.