პრემიერი: “ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე”

0

10507012_836343499790061_6284070331797543777_oქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ორი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით შალვა აბულაძის დაკავებას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს და მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრს. აღნიშნული განცხადება პრემიერის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

“პოლიციელების – ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის. სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით,”-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.