პრემიერი: “ვახტანგ გომელაური ხელისუფლებისა და ხალხის მოლოდინს გაამართლებს”

0

oomelauuuriiiდარწმუნებული ვარ ვახტანგ გომელაური თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას და გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენი ხელისუფლების და ხალხის მოლოდინი გაამართლოს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ვახტანგ გომელაური, რომელიც დღემდე შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, გამოირჩევა პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით.

“გომელაური გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხსიმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავდება მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა.მინდა, ვუსურვო მას წარმატებები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო”, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა