პრემიერი: “ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდი, საკმაოდ აქტიურად ვაკვირდებოდი მინისტრებს”

0

Irakli_Garibashvili_2013._2საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებების მიზეზებს განმარტავს. ამ თემაზე პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ისაუბრა.

„ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, საკმაოდ აქტიურად ვაკვირდებოდი მინისტრებს, მათ მუშაობას, დამოუკიდებლობას, რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ. ყველა მინისტრს აქვს სრული თავისუფლება, წარმოაჩინონ თავი. აღმოჩნდა ისე, რომ ის მინისტრები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში არ დარჩებიან, არ აღმოჩნდნენ ისეთივე ეფექტურები, როგორიც – სხვები და მე გადავწყვიტე, რომ დროული და საჭირო იყო მათი გამოცვლა და უკეთესით ჩანაცვლება. ჩვენ მოდუნებისა და იმის უფლება არ გვაქვს, რომ მოსახლეობას ყურადღება თუნდაც ერთი წამით მოვაკლოთ. სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე ეს მინისტრები შემეცვალა და მათ ადგილას უფრო მოტივირებულები დამენიშნა“, – განაცხადა პრემეირმა.

მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დამღა დაესვა ინსტიტუტებს და მათ დამოუკიდებლობას“.

„ხშირ შემთხვევაში მინისტრები პრემიერზე, ან პრეზიდენტზე იყვნენ დამოკიდებულნი და მის დავალებებს ელოდებოდნენ. ასე იყო სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში. ასეა რიგ შემთხვევაში ჯერ კიდევ. ისინი ყოველ წვრილმანზე ელოდებოდნენ ამას. შეიძლება გადაჭარბებულად ვლაპარაკობ, მაგრამ უწყებებში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ის „ყოველთვის საყვედურობს მინისტრებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, იყვნენ გაბედულები და უფრო რისკიანები“.

სხვა ახალი ამბები: