პრემიერი: “თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს” (ვიდეო)

0

garibashvilis brifingiპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრაიბაშვილის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება, საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან დამახინჯევბული გზით მიჰყავთ მთავრობის ყოფილ წევრებს პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი მთავრობა განუხრელად ადგას ევრპულ და ევროატლანტიკურ კურსს და ამ კურსიდან გადახვევა გამორიცხულია. ეს ხალხის მტკიცე ნებაა და ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ხალხის არჩევანი და ქვეყნის საგარეო ორიენტაცია. ეს ხალხის შეურაცხუოფაა. 2012 წელს ხალხმა კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას“ მისცა ნდობის მანდატი. ნდობის მანდატი კოალიციამ ორჯერ დაამტკიცა. ეს არცერთი ცალკეული პოლიტიკოსის დამსახურება არ იყო. სწორედ ასეთი გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმენა სახელმწიფოს ინტერესებს და ევრპულ არჩევანს. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო, ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო განცხადებებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აკეთებენ და არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და  სახელმწიფოს შორის, თუმცა გამოძიების შეფერხება დაუშვებელია. არავის მივცემთ საშუალებას, ობიექტურად დაწყებული გამოძიება წარიმართოს დამახინჯებულად და მოხდეს პოლიტიზირება. ამ ფონზე დამახინჯებული განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. დღეს სახლმწიფო ძლიერია, ინსტიტუტები  მუშაობენ ძლიერად და არ დავუშვებთ ქვეუნის ინტერესების დაზიანებას. მოვუწოდებ ყველას ფრთხილად მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეხება“,- განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: