პრემიერი: “ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო სააკაშვილი” (ვიდეო)

0

11112963_856141377810273_2423037805468733846_oსააკაშვილი არის წარსული და არ მაქვს სურვილი, ვისაუბრო მის გაუგებარ და სასაცილო განცხადებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილზე სასაუბროდ ვერ გამოიყენებს.

„ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და საუბრობთ მასზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მერკელთან, ლატვიის პრეზიდენტთან ან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული. მით უმეტეს, თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: