პრემიერი: “ლექსო მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი”

0

10924136_793833317374413_1566349398392503607_oპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს დავოსში აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ის ლექსო ჭიკაიძის განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს.

„მან მომმართა განცხადებით, რომ დავაკმაყოფილო მოთხოვნა მისი გადადგომის თაობაზე. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი და მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი. ლექსო გაიზარდა პოლიციელის ოჯახში და მოიქცა ისე, როგორც ეკადრებოდათ მათ. იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვა, ჩვენ სხვა სტანდარტები დავნერგეთ. ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მისთვის მთავარია ის, რომ ემსახუროს ხალხს და ქვეყანას, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში. ასე გაგრძელდება სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ“, – განაცხადა პრემიერმა.