პრემიერი: “მაია ფანჯიკიძემ ოჯახის წევრების მიმართ გამოხატა მხარდაჭერა და არა სახელმწიფოს მიმართ”

0

20141017183507201409111103022013102721332304პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, აწ უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა  „ოჯახის წევრების მიმართ გამოხატა მხარდაჭერა და არა სახელმწიფოს მიმართ“.

ასე გამოეხმაურა პრემიერი მაია ფანჯიკიძის დღევანდელ გადადგომას.

“ველოდით, რომ ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ თანამდებობებს, თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, – ეს არის ძალიან პრინციპული ჩემთვის, თუმცა რა ვქნათ, – ეს მათი არჩევანი და უფლებაა. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და წინსვლას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა გუნდმა სამინისტროში დღეს გადადგომის შესახებ განაცხადეს.

სხვა ახალი ამბები: