პრემიერი: “მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება”

0

1902872_614393818651698_1489292597_nსაქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალი მხოლოდ ორი მინისტრი იქნება. როგორ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი მინისტრები იმ უწყებებში დაინიშნებიან, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები დატოვეს. ესენია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.

„მთავრობაში მე-7 მინისტრი, ანუ მინისტრთა კაბინეტის 1/3 შეიცვალა. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ცვლილებები მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან დინამიურ ვითარებაში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა, ყველანი დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ერთიანია ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ყველას ერთად. პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარვუდგენ, თუმცა ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში გვეყოლება, რომელთა ხელმძღვანელობამაც თანამდებობები დატოვეს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: