პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკრებულოები იქნება ჭეშმარიტად მრავალპარტიული

0

1556478_669082779849468_5132394543068491793_oმისასალმებელია სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გამოჩენა არეალზე და ის, რომ საკრებულოები იქნება ჭეშმარიტად მრავალპარტიული,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეორე ტურში კოალიციას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უპირისპირდება. 

“მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ 6 ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება. ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გასამართი 21 მეორე ტურიდან, ქართული ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ უპირსპირდება მხოლოდ 6-ში. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავ რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67 %, თბილისში კი – 72 % ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კოალიციის ლიდერმა საზოგადოებას ცესკოს ბოლო მონაცემები მიაწოდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 67%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები – 20%-ით, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“ – 13%-ით.

“საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“ 72%-ით, სადაც გამგებლები და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა,”- აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა, როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ისე სრულიად საქართველოს მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და მიღწეული შედეგი.

სხვა ახალი ამბები: