პრემიერი “ნაციონალებს”: “ძალიან მიკვირს, თქვენ როგორ ბედავთ სამეგრელოში ჩასვლას”

0

10368269_850250528399358_720086587022145642_nპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრი ისეთი დანაშაული გამოიძიეს, რომელიც წინა მთავრობის დროს იქნა ჩადენილი. პრემიერის თქმით, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გამოძიებულ იქნა ყოფილი პოლკოვნიკების, მაიორების და სხვა ადამიანების გაუჩინარების და მათი დახოცვის ფაქტები.

„შემიძლია, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ გყავდათ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები ე.წ. „ქილერები“, რომლებსაც ამუშავდებდით თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად. ეს რეალობა იყო”, – მიმართა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

ამასთან, მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებიც გამოიძია.

„ძალიან მიკვირს, თქვენ როგორ ბედავთ სამეგრელოში ჩასვლას. ის ტრაგედია, რაც გადაიტანა ამ რეგიონის მოსახელობამ, საშინელი სტრესის ქვეშ ამყოფებდით არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ სხვა რეგიონებსაც.

უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც საუბრობთ და ვითომ პოლიციელების ინტერესებს იცავთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მისამართით.

სხვა ახალი ამბები: