პრემიერი: “ნაციონალურ მოძრაობას აქციაზე ადამიანების ჩამოყვანა რამდენიმე მილიონი დაუჯდა”

0

11082501_825742830850128_4446040317151071319_n“ნაციონალურ მოძრაობას აქციაზე ადამიანების ჩამოყვანა რამდენიმე მილიონი დაუჯდა”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ რომელიმე ძალამ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება.

“ნაცმოძრაობა არის ყველაზე დესტრუქციული ძალა საქართველოში და არ დავუშვებთ რომ ქვეყნის განვითარების შეფერხება მოახდინონ. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში! რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ ძალით მიტინგი, და კიდევ ვიმეორებ ფულით. მე ვიცი რომ რამდენიმე მილიონი დაუჯდათ ამ ადამიანების ჩამოყვანა რეგიონებიდან. ამ ხალხმაც უნდა გაიგოს კიდევ ერთხელ, რომ ნაცმოძრაობას არავითარი შანსი არ აქვს… ნულის ქვემოთ არის მათი შანსები, რომ რაღაცა შეაფერხონ საქართველოში. ვერ შეძლებენ განვითარების შეფერხებას საქართველოში, იმიტომ რომ მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ არ დავუშვებთ რაღაც არეულობას”,-განაცხადა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: