პრემიერი: “პრეზიდენტთან ურთიერთობების ასე გაუარესებას არც მე არ მოველოდი”

0

garibashviiliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან ურთიერთობების გაუარესებას თვითონაც არ ელოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

“მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს. რომ გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ, მოგატყუებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის, რაც ხდება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისევე, როგორც ბატონი ბიძინა არ მოელოდა, არც მე არ მოველოდი ამას, ამგვარ გაუარესებას ურთიერთობების, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს, როგორც მინიმუმ, ხელს არ შევუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედიაც, ყველანი ვიმუშავებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში. თუ ყველა გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში. ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში, მაშინ ხდება კონფლიქტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც.

სხვა ახალი ამბები: