პრემიერი: “საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები”

0

gariba3111საქართველოს პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები”.

როგორც პრემიერმა დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში, მედიაში, იგი საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს და მზად არის, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს“.
„სამწუხაროდ, საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს. მე მსურს, ერთგვარი ანგარიში წარვუდგიონო საზოგადოებას იმის თაობაზე, რას საქმიანობს ჩვენი მთავრობა, როგორია ჩვენი ხედვა, რა გვაქვს დაგეგმილი, ასევე შევაჯამო განვლილი სამუშაოები”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: