პრემიერი სამეგრელოში მაშტაბური პორტის არსებობის მნიშველობაზე საუბრობს

0

10258078_659766787447734_1599773523082718185_o”ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გარეშე საქართველოს ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელია”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ანაკლიის ბიზნესფორუმი 2014″-ის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესპარტნიორების მოძიებას და დაინტერესებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ქვეყნის პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა კი შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისთვის. 10275578_659766937447719_9064832892900026619_oსწორედ ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მოწესრიგებული და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნა დაისახა. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და ამის დადასტურებაა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევის შედეგები საქართველოში ბიზნესგარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში საქართველო ისევ წამყვან პოზიციაზეა – მე-8 ადგილზე 189 ქვეყანას შორის.

პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ამ შედეგით არ კმაყოფილდება და მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესგარემო საქართველოში იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და ჯანსაღი.

მთავრობის მეთაური ანაკლიის პორტის პერსპექტივასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.

„სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ინვესტორებს ახალ და ნამდვილად დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს”, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება, ინვესტორებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთში სრულიად ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი გახდება.

სხვა ახალი ამბები: