პრემიერი: “უკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება”

0

10265651_649680891789657_6496971037797127516_oუკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში მეფრინველეობის ფაბრიკა “პიუნიკ ჯორჯიას” სტუმრობისას განაცხადა, რომელიც, იაფი კრედიტის დახმარებით შეიქმნა.

პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ეკონომიკის ნომერ პირველი ამოცანა.

თითოეული ამგვარი წარმატებული საწარმო კი არის ყველაზე კარგი მაგალითი მეწარმეებისთვის, რათა მათ დააბანდონ თანხა სოფლის მეურნეობაში, დაასაქმონ ხალხი, აწარმოონ ნამდვილი ქართული პროდუქცია, წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში, შექმნან დაცული ბიზნესი და ნახონ მოგება.

პრემიერ-მინისტრი საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობას ძირითადად მწყობრიდან გამოსული სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის პრობლემა და სოფლების დამაკავშირებელი ხიდების არარსებობა აწუხებს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან ერთად მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წყლისა და გზის პრობლემების მოგვარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს რეგიონი, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები არ ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: