პრემიერი: “ჩვენ მივაღწევთ, რომ გაზის საფასური არ გაიზრდება”

0

garibashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მიაღწევს იმას, რომ კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასური არ გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ გაზის ფასი უნდა გაიზარდოს თუ არა.
აუცილებლად გამოვნახავთ გზებს, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ გაზის საფასური არ გაიზრდება. თვის ბოლომდე კიდევ უფრო დეტალურად ავუხსნით მოსახლეობას”, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: