პრემიერი: “ძალიან სამწუხაროა, რომ გაეროში ქვეყნის წარმოჩენა, ამდენი სპეკულაციის საგანი გახდა”

0

2014090917364811საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია, რომ გაერო-ში ქვეყნის სახელით პრემიერ-მინისტრი წარდგეს.მან ამის შესახებ აშშ-ში მის დაგეგმილ ვიზიტსა და ამ საკითხზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი შენიშნავს, ბიძინა ივანიშვილის შეფასება, მისი თითოეული სიტყვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც არის გაერო-ში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩენა, ამდენი სპეკულაციის საგანი გახდა. მაგალითს გეტყვით: მე ვკითხე პრეზიდენტ ალიევს, თუ მიემგზავრებოდა გაერო-ში. მან მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს, უბრალოდ, საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის. ვინაიდან მსოფლიოს ქვეყნების არაერთ ლიდერთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები თვეების განმავლობაში მქონდა დაგეგმილი და გაწერილი, ამავდროულად, ვინაიდან მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მთავრობამ ამის თაობაზე იმსჯელა და საჭიროდ მიიჩნია, რომ ქვეყნის სახელით წარდგეს პრემიერ-მინისტრი. აქვე სხვადასხვა პირისგან დამაბნეველი განცხადებები მოვისმინე, რომ თითქოს გაერო-ს ასამბლეა არის სახელმწიფოს მეთაურების შეკრების ადგილი, რაც აბსოლუტური ტყუილია, ვინაიდან მოწვევაში წერია, რომ ეს არის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების შეკრების ადგილი იმის მიხედვით, თუ როგორ არის კონსტიტუცია მოწყობილი და როგორი კონფიგურაციის და მოწყობის რესპუბლიკაა ესა თუ ის სახელმწიფო“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის მხოლოდ საქმეებსა და იმ პრობლემებზე ფიქრობს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში დაგროვდა.

„ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი მთავარი გამოწვევა, კონკურენტი არის ქვეყნის ეკონომიკა. მე ამაზე ვფიქრობ. არც პრეზიდენტ მარგველაშვილზე, არც არავისზე ვფიქრობ. კონკურენტებად არავის აღვიქვამ. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმეს ვინმე არ მოსწონს, მაგრამ ეს მათი უფლებაა. მაგრამ, ჩემთვის მთავარი კონკურენტი არის სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკა და უმუშევრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: