პრემიერი: ” ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობას არაფერი დაემუქროს”

0

10603295_697608580330221_6348851914601529432_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობას არაფერი დაემუქროს საქართველოში.

ამის შესახებ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ ომის შედეგები დავძლიოთ  და, აუნაზღაურებელი დანაკლისისა და მოუშუშებელი ტკივილის მიუხედავად, მომავლისკენ ვიყურებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობას არაფერი დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას, რომელიც შეუქცევადია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა გახდეს, და ამავე დროს, თანამიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე და გამთლიანებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფო გახდება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ძმობის დაბრუნებას, თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას, – აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: