პრემიერი 18 მაისს ზუგდიდში გამგებლობის კანდიდატად ედიშერ თოლორაიას წარადგენს

0

edisher toloraiaaaaaსაქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდს 18 მაისს ეწვევა. პრემიერი ზუგდიდელ ამომრჩევლებს პირადად წარუდგენს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატსა და ქალაქისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ პრემიერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად ამჟამად მოქმედ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ედიშერ თოლორაიას წარუდგენს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ედიშერ თოლორაიას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. სატელეფონო საუბრისას თოლორაიამ არ უარყო, რომ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატად კოალიცია სწორედ მას ასახელებს.

“იყო კონსულტაციები ჩემთან და ეს თიტქმის უკვე გადაწყვეტილი საკითხია. დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ რომ გამგებობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ზუგდიდში ვიქნები მე, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ და მომავალში თავადაც ნახავთ ყველაფერს.”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

smo.ge-ს ექსკლუზიური წყაროს ცნობით საქართველოს პრემიერი ზუგდიდში გამართავს შეხვედრას ამომრჩევლებთან. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან სამეგრელოს სხვა რაიონებში უკვე წარდგენილი გამგებლობის კანდიდატები და მაჟორიტარები. ზუგდიდში გმგებლის წარდგენამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი 17 მაისს ფოთის ახალ თეატრს საზეიმოდ გახსნის. პრემიერთან ერთად ზუგდიდსა და ფოთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ცნობილი სახეებიც ეწვევიან.

სხვა ახალი ამბები: