პრემიერმა იური ვაზაგაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

0

10896222_794351993989212_3256137094010858553_oშვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაური იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

“მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის. ბატონი იური იყო გამორჩეული, მებრძოლი, მართალი კაცი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ და ქედს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე. ეს მძიმე წუთებია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. მე ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს გარკვეული.

”დღეს მექნება შეხვედრები, მინდა შუალედური ანგარიში მოვისმინო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ძალიან მალე გაიხსნება, რადგან საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.

სხვა ახალი ამბები: