პრემიერმა კრაზანების ბუდეში ხელი ჩაყო

0

1376238_584042254965791_1047652656_nხელისუფლებასა და მედიას შორის ორი ტიპის ურთიერთობა არის შესაძლებელი;
ხელკეტით ან კიდევ მაქსიმუმ დისტანციური. ბიძინა ივანიშვილის მცდელობა “მამაშვილური მგვრალი მაგიდა” მოეწყო, ძალზედ გაუგებარი სტილი აღმოჩნდა, რაც ფაქტობრივად ჩემი აზრით დღეს უკვე თვით პრემიერისათვისაც გასაგებია და მეეჭვება ამ ტრადიციის მომავალში გაგრძლეებისა. დემოკრატიულ ქვეყნებში, უფრო მეორე ვარიანტია მიღებული. კარგი ჟურნალისტი ინფორმაციის მისაღებად კარებს კი არ უნდა აღებდეს, არამედ ღობეზე ძვრებოდეს. ხელისუფლება კი ჭკუის სწავლებით კი არა, არამედ პრესკონფერენციით შემოიფარგლოს.

ხელისუფლება, ანუ პოლიტიკა ქმნის საზოგადოებაში შესაფერის გარემოს და ამყარებს ამ გარემოში მოძრაობის წესებს. ასე რომ ამ შემთხვევაში არც პრემიერი არ უნდა იყოს დიდად გულგატეხილი. რაც წლების მანძილზე დაითესა იმას ვიმკით.

პრემიერ მინისტრის მედიასთან შხვედრის ორ მომენტს გამოვყოფ, რამთეუ ეს სავსებით საკმარისია, ორივე მხარის ურთიერთობის მაჩვენებლის ნიმუშად რომ გამოვიყენოთ.

“ფოსტალიონი” – ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ფოსტალიონები უწოდა. ჩემი აზრით ეს ძალზედ რბილად ნათქვამი იყო, რადგან ამ ტიპის “ფოსტალიონები” ქართულ მედიასივრცეში სულ რამოდენიმე პიროვნებაა, დანარჩენი კი მოტანილი “ფოსტის” “ფეისბუქზე” მეორადი გადამუშავებით არიან დაკავებულნი. პრობლემა არ იყოს ტერმინში, არამედ ამ ტერინის ახსნის მოუმზადებლობაში. პრემიერს ეს აშაკარად არ ეხერხება და ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ მომავალში ეს საქმე პროფესიონალებს უნდა ანდოს. თორემ ამ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილს იმ ანეგდოტისა გამოსდის, “სადაც არ მივეი ბავშვი არ გაკეთდაო”.

აქ კი საკმაოდ “ბარაქიანი და წვნიანი” მასალა არსებობს. საკმარისია ბოლო ერთი თვის გამოქვეყნებული და სოცქსელებში გადაკოპირებული  მასალის გადამოწმება. შეფარდება 5%–ი ორიგინალი – 95%–ი გადაკეთებული და მეორედ გამოქვეყნებულ მასალებს უკავია. არ არის ეს ასეთი ძნელი საქმე და პრემიერმინისტრი უფრო მეტად მომზადებული უნდა ყოფილიყო ამ სიტვის ხსენებამდე. აქ ისევ პრესსამსახურის მოუმზადებლობას გავუსვამ ხას. პრემიერს კი რაც მიაწოდეს და გულში მოხვდა ის თქვა.

მთავრობა წინა ხაზზე – ბრძოლისას წინა ხაზე გამოსული გენერალი ან იდიოტია, ან კიდევ “პაკაზუხა”. ჩვენი მედია–საზოგადოება ისე მიეჩვია წინა ხელისუფლების წინახაზზე ლენტების გადაჭრას და “მწუხარების გამოხატვას” რომ ოდნავ უჩვეულოა აღმოჩნდა პრემიერ მინისტრის “გულგრილობა”.

დღეს ათასობით გაჭივრებულია საქართველოში და ეს არა მარტო ამ პირობით საზღვრებთან, არამედ საქართველოს შუაგულშიც იპოვით ადმაინს, რომელიც შიმშილით კვდება და სახურავი თავზე ენგრევა. პრემიერმინისტრის და მინისტრების მოვალეობა არაა “დამწყნარებელ–გამამხნევებელი” სამსახური, არამედ ამ ადამიანებისათვის შესაფერისი დახმარების გაწევა და არსებული საქმის გამოსწორება.

რა მოგება ნახა საქართველომ იმით, როდესაც “ბრონიჟილეტის” გარეშე, გაფითრებულმა პრეზიდენტმა გორში სტალინის ძეგლს შვიდი წრე შემოარტყა? არაფერი, გარდა სირცხვილისა. აი ეს არის “წინა ხაზზე” ხშირი სიარულის შედეგი. ამ მომენტში სააკაშვილს პაკაზუხობამ არ გაუმართლა. ის ჟურნალისტები კი რომელიც დღეს პრემიერის “გურგრილობა” არ მოეწონათ, “პრეზიდენტსპრინტის” გამართლებით თევები იყვნენ დაკავებულნი. საკმარისია გადახედოთ იმ პრეიოდის მასალებს.

არსებული თემების არასწორი და არაპროფესიონალური გაშუქება და ამ თემების არასწორი მიწოდება. მედიისა და ხელისუფლების მხდრიდან – ეს არის ის ძირითადი პრობლემა რომელიც ამ ორი საზოგადოებრივი სასმახურის ნაკლია. ამის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება “სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს” ამასწინდელი პრეზენტაცია, სადაც არარსებული სიტემის (სამედიცინო დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანას ელექტრონული პროგრამა დაარეგულირებს) წარდგენა მოხდა. დარწმუნებული ვარ იამაში რომ ჟურნალისტების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიგო ის, რომ ეს ბლეფი იყო, მაგრამ აბა გაბედა რომელიმემ ამ თემის გაშუქება? არადა რა ფრიად საინტერესო მაგალითი იქნებოდა ხელისუფლების “ჩვენ ფანტასტიკური მიღწევები გვაქვს” გაქარწყლებისათვის. ეს მხოლოდ  ერთი მააგლითია იმისა, რომ ორივე მხარეს საკმაოდ არაპროფესიონალური მიდგომა ქვთ საქმისადმი. ჩვენ საზოგადობა კი იძულებულია ვართ ეხლა ამ ტრგიკომედიიტ “დავტკბეთ”, როდესაც „სახურავი” ისედაც მტრის დაბომბვის გარეშე გვენგრევა და უფორო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაწუხებს, ვიდრე მედიასა და პრემიერს შორის პირადი “პერესტრელკა”.

 

გიორგი დევნილი

ჩეხეთი

სხვა ახალი ამბები: