პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბიუჯეტის 100 %-იან ათვისებაზე ისაუბრა

0

11046616_821439314613813_8376450926641069078_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან და გამგებლებთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ათვისება ბიუჯეტის მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და გურიაში. მისი თქმით, ქალაქებმა და გამგეობებმა ძალიან კარგად და ეფექტიანად იმუშავეს და თანხებიც ეფექტურად აითვისეს.

“კახეთის რეგიონში მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი, თელავი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვსება 93-94 %-ის ფარგლებში. სამცხე -ჯავახეთში გამოვყოფ ახალქალაქს, ახალციხეს, ბორჯომს და ადიგენს, მათი ათვისება 95 %-ის ფარგლებშია, იმერეთში – ბაღდადი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ხონი და ჭიათურა, მათ ასევე კარგი ათვისება აქვთ, ასევე კარგი მაჩვენებელი აქვთ ქვემო ქართლში დმანისის მუნიციპალიტეტს, წალკას, ბოლნისს და მარნეულს, სამეგრელოს მუნიციპალიტეტსა და ზემო სვანეთში აქვს 100 %-იანი ათვისება ხობის მუნიციპალიტეტს, ასევე სენაკს, აბაშას და ზუგდიდს, იგივეა გურიაში, ჩოხატაური, ოზურგეთი, და აჭარაში შუახევი, ხელვაჩაურს აქვს 99%-იანი ათვისება, ხულოში კი 98 %. შიდა ქართლში მინდა გამოვყო კასპის მუნიციპალიტეტი, დანარჩენ რაიონებს აქვთ უფრო დაბალი მაჩვენებელი და მინდა ეს სასწრაფოდ გამოასწოროთ წელს. თიანეთში არის მაგალითად 80 %, რაჭა -ლეჩხუმსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 94 %, ხოლო დანარჩენებს ჩამორჩენა აქვთ, ეს მაჩვენებელი არის 70 %-ზე ნაკლები”, – განაცხადა პრემიერმა

სხვა ახალი ამბები: