პრემიერმა სენაკში თხილის ბუნებრივი საშრობი დაათვალიერა

0

1546203_736833166407762_3109376290780867092_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო „კედა“ დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

როგორც პრემიერს საწარმოს მფლობელმა განუცხადა, პროგრამის დახმარებით შენობის სარემონტო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად კომპანიამ 600 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო.

“ჩვენი ერთ-ერთი პრიოროტეტია მიტოვებული ქარხნების აღდგენა, გადაიარაღება. თანამედროვე ქარხნებისა და საწარმოების გახსნა ხელს შეუწყობს დასაქმებას, ფერმერების მოტივაცია და ეკონომიკა გაიზრდება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, საწარმო მუშაობს ISO სერთიფიკატის მოპოვებაზე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმო, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თხილის ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანია 220 ადამიანს დაასაქმებს

სხვა ახალი ამბები: