პრემიერ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

0
kublashviliპრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ერთმანეთს უზენაეს სასამართლოში დღეს 15:00 საათზე შეხვდებიან.
ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
კოტე კუბლაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ, ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართება.
“სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და ამას უნდა პატივისცემა და გაგება. ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, მაგრამ მე ამას ვაპირებ ფაქიზად მოვეკიდო. მე ვაპირებ ხვალ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე. ეს ბუნებრივი პროცესია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: