პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა

0

hausiარასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშის თანახმად, მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 2013 წელს 15 პუნქტით გაუმჯობესდა და 111-ე ადგილიდან 96 ადგილზე გადაინაცვლა.

Freedom House-სმა საქართველოში პრესის თავისუფლება 49 ქულით შეაფასა და პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. გასულ წელს ქართული მედიის თავისუფლება 52 ქულით იყო შეფასებული.

როგორც Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნული რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკურმა მრავალფეროვნებამ, მათ შორის “იმედის” წინა მფლობელებისთვის დაბრუნებამ გამოიწვია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მოვლენების დაბალანსებულმა და ღიად გაშუქებამ ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიების გამარჯვებას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას.

ცნობისთვის: Freedom House პრესის თავისუფლების კვლევას 197 ქვეყანაში ატარებს. ორგანიზაცია პრესის თავისუფლებას სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით აფასებს. შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. ქვეყნები, რომლებიც 0-დან 30 ქულამდე მოაგროვებენ, თავისუფალ ქვეყნებად ითვლებიან, 31-დან 60-მდე – ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად, 61-დან 100-მდე კი – არა-თავისუფლად.

ყველაზე თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში პირველ ხუთეულში ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი და ნიდერლანდები არიან. საერთო ჯამში, თავისუფალ ქვეყნებს შორის მსოფლიოს 63 ქვეყანა მოხდა, ნაწილობრივ თავისუფლებში – 70, არა-თავისუფლებში კი 64 ქვეყანა დასახელდა.

სხვა ახალი ამბები: