პროგრამა Erasmus+ ტრენინგ-სემინარები ლიტვის რესპუბლიკაში

0

10726422_674383855992980_69160683_n2014 წლის 15-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პროგრამა Erasmus+ ახორციელებდა საერთაშორისო გაცვლით პროექტს, სახელწოდებით “Culturball”, ლიტვაში ტრენინგ-ცენტრ “Daugirdiskes”. პროექტის ორგანიზატორი იყო ქალაქ ვილნიუსის ავიჟენაის სახელობის გიმნაზია.

პროექტის პარტნიორი საქართველოდან ასოციაცია „ათინათი“, ხოლო პროექტის ხელმძრვანელი ვიაჩესლავ ვერბოვიკი და მაგდალინა თოდუა. ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდნენ 13-დან 17-წლამდე ასაკის მოსწავლეები, მათ შორის რუხის საჯარო, პრინც მიურატის სახელობის ფრანგულ-ქართული კოლეჯის, მე-13 საჯარო და თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურისა და სპორტის დახმარებით კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევის გამომუშავება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, სპორტულ თამაშებს. მიმდინარეობისას შეიქმნა ოთხი დოკუმენტური ფილმი, სასკოლო ბულინგის შესახებ.

მსგავსი ტიპის საერთაშორისო პროექტები მომავალშიც განხორციელდება, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებსაც.

სხვა ახალი ამბები: