პროექტების განხორციელების თვალსაზრისით ზუგდიდი პირველ ადგილზეა

0

Zugdidis_centraluri_moedaniდღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისგან მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე სრული ინფორმაცია მოისმინა. სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს პროექტების ნუსხა გააცნო და იქვე დასძინა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 204 961 ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა რუსლან კილასონიამ საკრებულოს დეპუტატებს დეტალურად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების გეგმა. მან საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

“პროექტების თვალსაზრისით საქართველოში პირველ ადგილზე ვართ. სამუშაოებიც უკვე დაწყებული გვაქვს. დარჩა პროექტები, რომლებიც ტენდერის გამოცხადებიდან… თუ გამოჩნდა ეკონომიები, საშუალებას მოგვცემს კიდევ სხვა პროექტები განვახორციელოთ. წარმოიშვა წინადადება, რომ მსოფლიო ბანკმა და დაფინანსების სხვა წყაროებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აბასთუმნის და ცაიშის ხიდი, რომელიც ცალ-ცალკე ერთი მილიონი ლარი ჯდება, დააფინანსონ და ჩვენ რეგიონში განსახირციელებელი პროექტების ფონდიდან ამ თანხების გამოყონება არ დაგვჭირდება. ოთხი ბაღიდან ჯერჯერობით სამზე გვაქვს ორიენტაცია აღებული: რუხში სადაც ბაღი არ არის საერთოდ, ახალკახათში და შამგონაში სადაც ბაღი დანგრეულია”-აცხადებს რუსლან კილასონია.

სხვა ახალი ამბები: