პროექტის “ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში” პრეზენტაცია ხობში გაიმართა

0

11050126_863273880402189_3146369130476608272_oხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე და პროექტის მენეჯერი დასავლეთ საქართველოში, გიორგი მღვდელაძე ხობის მუნიციპალიტეტის 80-მდე ახალგაზრდას შეხვდნენ, გააცნეს პროექტი და ჩაატარეს ტესტირება.

ტესტირების შედეგად, რომლის შედეგებიც რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეირჩევა 36 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, ჩამოყალიბდება თემატური ჯგუფები და აირჩევა თავმჯდომარე.

10854461_863273683735542_7857692937016777052_o1900484_863273653735545_5583474921864382655_oსაქართველოს მასშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგად 2105 დეპუტატია არჩეული. ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და ჩატარებული ტესტირების შედეგად შეირჩევა ამავე რაოდენობის ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა. საუკეთესო ქულების მქონე ახალგაზრდები გახდებიან თავიანთი ქალაქის „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები. „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები შემდეგ შეკრებაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და შეიქმნება თემატური ჯგუფები.

ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და რესურსცენტრებთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებიდან გამოითხოვა მოსწავლეების სიები. „ადამიანი კანონი თავისუფლება“ წარჩინებული ახალგაზრდების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიესალმება მათ მაღალი აკადემიურ მოსწრებას.
საქართველოს მასშტაბით „ადამიანი კანონი თავისუფლება“ 6000-ზე მეტ მოსწავლესთან გეგმავს შეხვედრას, პროექტის გაცნობას და ტესტირების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში მხოლოდ 2105 მოსწავლე შეირჩევა, რომლის მთავარი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას.