პროექტში – “გაუღიმე მსოფლიოს” საქართველოც ჩაერთო

0

gimili

პროექტში “გაუღიმე მსოფლიოს” საქართველოც ჩაერთო.

პროექტის მიზანია, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ყველა ქვეყანამ თავისი ქვეყნის დამახასიათებელი ღიმილი ასახოს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქვეყნების წარმომადგენლები საუკეთესო ღიმილის ამსახველ ვიდეო-მასალას დაამზადებენ, რის შემდეგაც მსოფლიო ღიმილის ამსახველ ერთიან ფილმში გაერთიანდება.

საქართველო ამ პროექტში მსახიობებმა ანუნა მდივნიშვილმა და ვატო მდივანმა წარმოადგინეს და მისი რეჟისორი ლაშა ბირკაძეა.

ბირკაძის განცხადებით, მისთვის საქართველოსთვის დამახასიათებელი ღიმილის გადაღება საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ამით ქვეყანა წარმოაჩინა.

“ჩემთვის საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა და მემამაყება, რომ წამოვადგენ საქართველოს. ვცდილობდი ამ გადაღებაში გამეკეთებინა ყველაფერი სრულყოფილად, რადგან საქართველო მსოფლიოში წარმოჩნდეს, როგორც მისი ერთ-ერთი ნაწილი. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს მარიამ მახარობლიძეს და პროექტის მონაწილეებს ანუნა მდივნიშვილს და ვატო მდივანს”, – განაცხადა ბირკაძემ.

სხვა ახალი ამბები: