პროკურატურამ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმის გამოძიება შეაჩერა

0

news_22721როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმის გამოძიება შეჩერებულია – ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა.

“ჩვენთან არის რამდენიმე საქმე, სადაც მისი პიროვნება ფიგურირებს. როგორც იცით, ის დეპუტატია და იმუნიტეტით სარგებლობს. შესაბამისად, დაწყებული რამდენიმე საქმე კვლავ იმ სტადიაზე იმყოფება და გამოძიება გაჩერებულია. პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებით პროკურატურას აქვს მექანიზმი, ეს არის პარლამენტისადმი მიმართვა, იმუნიტეტის მოხსნისა და მისი დევნის დაწყების შესახებ, მაგრამ ჩვენ ჯერ ამით არ გვისარგებლია”, – აცხადებს კბილაშვილი.

სხვა ახალი ამბები: