პროკურატურაში დაბარებული ექს-მინისტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

0

shashkiniსასჯელაღსრულების ექს–მინისტრი დიმიტრი შსკინი მთავარ პროკურატურას სპეციალური განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს საქართველოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ დაბარებული ვარ დაკითხვაზე პროკურატურაში.

დაკითხვა შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი საქმიანობის პერიოდს.

მინდა განვაცხადო, რომ ამჟამად ვიმყოფები საზღვარგარეთ, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში. ჩემი გამგზავრების შესახებ, ოფიციალური განცხადებით მივმართე პროკურატურას ჯერ კიდევ 13 ივლისს, რომლითაც ვატყობინებდი, რომ მივემგზავრებოდი უცხოეთში სამკურნალოდ.

პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ჩვენგანის კონსტიტუციური მოვალეობაა, შესაბამისად, 28 აგვისტოს ვიქნები თბილისში და გამოვთქვამ მზადყოფნას, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო“,–ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: