პროკურატურა ახალაიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

prokuraturaსაქართველოს მთავარი პროკურატურა სს და თავდაცვის ექს–მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო წესით ასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბაჩანა ახალაიასთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. შესაბამისად სასამართლოს განაჩენის მიღების, შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, განაჩენის   სააპელაციო წესით გასაჩივრების შესახებ, რაზედაც საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“,– ნათქვამია განცხადებაში. 

სხვა ახალი ამბები: