პუტინმა და ხაჯიმბამ დღეს სოჭში ე.წ შეთანხმება გააფორმეს

0

xajimba-putini-636x395სოჭში კრემლმა სოხუმის ანექსიის ახალი გეგმა გააფორმა. ე.წ. ხელშეკრულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს. აფხაზეთში კი საპროტესტო აქციები დაიწყო.

მოსკოვთან ეგრეთწოდებული მეკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დღეს ფსოუს საზღვარზე გააპროტესტეს. აქცია 1992-93 წლებში კონფლიქტის დროს დაღუპულების დედებმა გამართეს. „ბატონო სურკოვ, შეჩერდით“, „ჩვენ რუსეთთან გვინდა და არა რუსეთში“, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფასი – ათასობით ჩვენი შვილის სიცოცხლეა“, – ამ ლოზუნგებით მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, სცადეს გზის გადაკეტვა, მაგრამ ე.წ. მესაზღვრეებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

აქციის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალური ქსელით თავად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა ავრცელებს.
პარალელურად, ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს ოკუპირებულ სოხუმში. დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ ადგილობრივი ძალების ის ნაწილი გამოვიდა, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ამცახარა“, დე ფაქტო პარლამენტის წევრების ნაწილი, საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა პარტიის წევრები თვლიან, რომ რუსეთი ამ გეგმით აფხაზეთის დამოუკიდებლობას ზღუდავს და ცდილობს, აფხაზეთი საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს. მათ დააყენეს ულტიმატუმი, რომ თუ ამ ხელშეკრულებას ხაჯიმბა ხელს მოაწერს, მაშინ ისინი მის გადაყენებას მოითხოვენ.
პარალელურად, დაგეგმილია მეორე აქციაც, რომელზეც პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო მხარს დაუჭერს კრემლში დაწერილ გეგმას.

პუტინმა ხაჯიმბა სოჭში დაიბარა. რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მოსკოვთან ეგრეთწოდებული მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ.

სხვა ახალი ამბები: