ჟანა ფრისკე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

0

janna friskeრუსული ესტრადის მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯგუფ “ბლესტიაშიეს” ყოფილი სოლისტი ჟანა ფრისკე 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. წელიწად ნახევრის განმავლობაში ებრძოდა იგი ვერაგ დაავადებას. მომღერალს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. შვილის გაჩენის შემდეგ მისთვის და მისი ახლობლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მძიმე სენით იყო შეპყრობილი.

მომღერალი ერთი წლის წინ ნიუ-იორკში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ონკოლოგიურ კლინიკაში-Memorial Sloan-Kettering-ში, გადიოდა მკურნალობის კურსს და იკეთებდა ქიმიოთერაპიას. იმ პერიოდში იგი საშინლად იყო შეცვლილი, მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო-სახე და სხეული შეშუპებული ჰქონდა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ინვალიდის ეტლით მოძრაობდა მეუღლის და მეგობრის დახმარებით. ამის შემდეგ იგი ასევე მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიაში, ჩინეთში და ბალტიისპირეთში. მას მხედველობაც საგრძნობლად ჰქონდა დაქვეითებული, პრაქტიკულად ვეღარ ხედავდა.

გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში ჟანა ფრისკეს მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. იგი ვეღარ ცნობდა ახლობლებს, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კი სრულიად უგონოდ იყო.

სხვა ახალი ამბები: